ქოლ-ცენტრის ოპერატორი
2xP PRIORITY FINA
თარიღები: 12 დეკ - 09 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: contact@fina.ge
კომპანია „FINA“ აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის ჯგუფში ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:
კომპანია FINA ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.
კომპანია FINA 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებელებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია FINA ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.FINA.ge

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში
  • სისტემის მომხმარებლებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა
  • შესაბამის ოპერატორთან ზარის გადამისამართება
  • სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით

დამატებითი მოთხოვნები:
  • ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება
  • ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა საბაზისო დონეზე
  • ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი
  • მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება
  • აქტიური მოსმენის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: contact@fina.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ქოლ-ცენტრის ოპერატორი“
გისურვებთ წარმატებას!