რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“  აცხადებს ვაკანსიას „რეგისტრატორის“ პოზიციაზე  
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ.ჩარკვიანის ქ.#8 (ლისის ტბის მიმდებარედ) 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 9:00-16:30 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პაციენტების რეგისტრაცია; 
  • ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით; 
  • პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა ( მომსახურების სფეროში, ფრონტ-ოფისში მუშაობის გამოცდილება); 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • გამართული ვერბალური უნარები 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • თავაზიანობა და ენერგიულობა 
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა; 
  • დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.  
 
სტაჟირების პერიოდში კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას (სახ.რეგულაციების გათვალისწინებით) 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: service@mmc.ge; გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება. 
 
"მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" გისურვებთ წარმატებებს!