ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; სასურველია მარკეტინგის, ბრენდინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. სასურველია ალკოჰოლურ სეგმენტში.
ფუნქციონალი:
- საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სამუშაო პროცესის, სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვა, დელეგირება, განხორციელება და კონტროლი.
- კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების მოკლე და გრძელვადიანი გეგმებისა და სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და მისი კონტროლი.
- კომპანიის პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა.
- საერთაშორისო ბაზრებზე ახალი კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმართვა, კომპანიის პროდუქციის წარდგენა, გაცნობა, პრეზენტაციის ჩატარება და პარტნიორული ურთერთობების ჩამოყალიბება.
- არსებულ პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია, პროცესების კოორდინირება და კონტროლი.
- არსებული და ახალი კლიენტების გაყიდვებთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი.
- ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება და რჩევების გაზიარება.
- პროდუქციის გაყიდვებისა და უცხოური ბაზრის მიმდინარე ტენდენციების მუდმივი ანალიზი.
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვა, დავალებების დელეგირება, მათი შეფასება, მოტივაცია და კონტროლი.
- პერიოდულად, მოთხოვნისამებრ ხელმძღვანელობისა და ფინანსური დეპარტამენტისთვის შესაბამისი რეპორტების მომზადება და წარდგენა.
- კომპანიის დამფუძნებელთან პერიოდული რეპორტინგი.
- კომპანიის კონფიდენციალური პოლიტიკის მკაცრად დაცვა.
- საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი (იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ქართველია), ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: georgianvacancies@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.