შოურუმის კონსულტანტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 11 დეკ - 25 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში. 
ჩვენ ვეძებთ შოურუმის კონსულტანტს 

და მისი ფუნქციები იქნება: 
  • მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; 
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია; 
  • შერჩეული დიზაინისთვის შესაბამის მასალაზე კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა; 
  • შოურუმში არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; 
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება; 
  • ნივთის გაფორმება, მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს; 
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე; 
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; 
  • სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი. 
  
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით: 
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.