სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას გრუნტის სატკეპნის ოპერატორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
ჩვენ გთავაზოვბთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს
ვაკანსიის დასახელება: გრუნტის სატკეპნის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: ფოთი
განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- S კატგორიის მართვის მოწმობა
- მსგავ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- გრუნტის სატკეპნის უსაფრთხო და პროფესიონალური ოპერირება;
- კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალების შესრულება
- ტექნიკური შემოწმება/შეპოხვა;
- ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება
- გრუნტის სამუშაოების ხარისხიანი შესრულება;
- რეგლამენტური სერვისის მონიტორინგი;
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
- ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 11 იანვრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.