გენერალური მენეჯერი
თარიღები: 11 დეკ - 09 იან 2025
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
TOP მენეჯმენტი:  გენერალური დირექტორი/დირექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@likehouse.ge
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის  Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას  800 ნომრიანი აპარტჰოტელის გენერალური  მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.   

ძირითადი მოვალეობები : 
  • აპარტჰოტელის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება პასუხისმგებელ პირებთან ერთად;
  • სასტუმროს ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა, სამუშაო პროცესების უხარვეზოდ მიმდინარეობის უზრუნველყოფა
  • სასტუმროს პერსონალის და სასტუმროს მომსახურების მართვა, მომსახურების ხარისხის კონტროლი.
  • გაყიდვების და საოპერაციო გუნდის უშუალო მართვა, გუნდური მუშაობის კულტივაცია, თანამშრომლების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა
  • ფინანსური ანალიზი, გაყიდვების კონტროლი-ანალიზი
  • თითოეული დეპარტამენტის სამუშაო პროცესების მონიტორინგი, თანამშრომელთა შედეგების შეფასება და უკუკავშირის გაზიარება;
  • ფინანსური ანგარიშების (რეპორტების) დროული მიღება/დამუშავება/წარდგენა, მათი განხილვა ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად;
  • საოპერაციო ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი სახელფასო, F&B, კომუნალური თუ სხვა ტიპის ხარჯების გათვალისწინებით;
  • ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესში ჩართულობა, შერჩევისა და ონბორდინგის ეტაპებზე;
  • თანამშრომელთა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის დამყარება თითოეულ თანამშრომელთან, სტუმართან, მომწოდებლებთან და სასტუმროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან;
  • აპარტჰოტელის სერვისებისა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი, სტუმართა კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • ფინანსური მენეჯმენტის ძლიერი უნარები, მათ შორის ბიუჯეტირება, პროგნოზირება და ხარჯების კონტროლი.
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება   „გენერალური  მენეჯერი“.

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.