სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ და მასში შემავალი მრავალფუნქციური სასტუმროს ტიპის კომპლექსი “La Quinta by Wyndham” და “Wyn” რეზიდენსი, 100–ზე მეტი სასტუმროს ნომრითა და 1000 მდე პრემიუმ და პლატინუმ კლასის აპარტამენტით, რომელსაც მართავს საერთაშორისო გუნდი “River Rock Hotels and Resorts’’ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ზედამხედველის პოზიციაზე. ლოკაცია: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (კვირაში 2 დღე დასვენება) ანაზღაურება: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, საწარმოო დანადგარების, მოწყობილობების და სხვა ქონების მოვლა და ზედამხედველობა;
- კომუნალური სისტემების და ელექტრული სისტემების გამართული ფუნქციონირების მართვა, მათი უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულება;
- კომპანიის შიდა განაწესის მიერ დადგენილი ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ვალდებულებისა და მასზე სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები : - სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები: - პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!