რეგიონული მენეჯერის მოადგილე აჭარა-გურიაში

ბათუმი სრული განაკვეთი ფინბიურო
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ფილიალის მმართველი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.


"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე აჭარა-გურიაში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
  • მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
  • სტადარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
  • როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმიური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
  • არაგეგმიური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
  • რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
  • გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).


კომპეტენციები და უნარები:

  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " რეგიონური მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.


კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.