იმპორტირებული ლუდის ბრენდების მარკეტინგის მენეჯერი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 11 დეკ - 17 დეკ
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ბრენდ მენეჯმენტი ზოგადი მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები მარკეტინგის კონსალტინგი მარკეტოლოგი პროექტის მენეჯერი მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment10@hh.ge
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, იმპორტირებული და ლიცენზირებული ლუდების კატეგორიის მიმართულებით, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ლუდის წარმოების ინდუსტრიაში, საგურამოს ტერიტორიაზე.

სამუშაო აღწერილობა
  • ბაზრის ანალიზი, კონკურენტების აქტივობების, ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; განსაზღვრული მარკეტინგული გეგმის შესრულება 360 გრადუსიანი აქტივობის გზით;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასება ან/და ოპტიმიზაცია; ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და ბაზარზე სხვადასხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მოცემული ბრენდისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და დანახარჯების კონტროლი; ბრენდის შედეგებზე სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ახალი ბრენდის/პროდუქტის გაშვების დაგეგმვა, შესაბამისი პროცესების მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;  ტრეინინგების დაგეგმვა და ჩატარება გაყიდვების გუნდისთვის და პარტნიორებისთვის; პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა; განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
  • სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;  კომპანიაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, FMCG სექტორში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ბენეფიტები
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!