იმპორტირებული ლუდის ბრენდების მარკეტინგის მენეჯერი

მცხეთა სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი, ზოგადი მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები, მარკეტინგის კონსალტინგი, მარკეტოლოგი, პროექტის მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, იმპორტირებული და ლიცენზირებული ლუდების კატეგორიის მიმართულებით, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ლუდის წარმოების ინდუსტრიაში, საგურამოს ტერიტორიაზე.

სამუშაო აღწერილობა
  • ბაზრის ანალიზი, კონკურენტების აქტივობების, ძირითადი მიმართულებებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; განსაზღვრული მარკეტინგული გეგმის შესრულება 360 გრადუსიანი აქტივობის გზით;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზი, მათი ეფექტურობის შეფასება ან/და ოპტიმიზაცია; ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და ბაზარზე სხვადასხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მოცემული ბრენდისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მართვა და დანახარჯების კონტროლი; ბრენდის შედეგებზე სხვადასხვა ტიპის ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ახალი ბრენდის/პროდუქტის გაშვების დაგეგმვა, შესაბამისი პროცესების მართვა და კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი;  ტრეინინგების დაგეგმვა და ჩატარება გაყიდვების გუნდისთვის და პარტნიორებისთვის; პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა; განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
  • სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;  კომპანიაში არსებულ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროების მიმართულებით;
  • 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, FMCG სექტორში;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ბენეფიტები
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • კვება;
  • ტრანსპორტირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებებს!