GM Pharmaceuticals წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 – 18:00
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამსახურს;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ანალიზებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა (ანალიზის ფურცლები, ანალიზის მეთოდის დამუშავების ანგარიშები, ანალიზური მეთოდის ვალიდაციის ოქმი და ანგარიში, სტაბილურობის კვლევის ოქმი და ანგარიში);
- საანალიზო ნიმუშების (მზა პროდუქტი, სუბსტანცია, დამხმარე ნივთიერება) შეკვეთა, მიღება, შენახვა, ელექტორნული აღრიცხვა, ვადაგასული საანალიზო ნიმუშების სათანადო წესით უტილიზაცია;
- სტანდარტული ნივთიერებების მარაგების მართვა და ხარისხის სერტიფიკატებისა და მასალების უსაფრთხოების ფურცლების ელექტრონული ბაზის მართვა;
- რეაქტივების, გამხსნელების, ლაბორატორიისთვის აუცილებელი დამხმარე მასალების მარაგების მართვა (შეკვეთა, მიღება, სათანადო წესით ეტიკეტირება, შენახვა, ელექტრონული აღრიცხვა, ვადაგასულის სათანადო წესით უტილიზაცია). აგრეთვე აღნიშნული ნივთიერებების ხარისხის სერტიფიკატებისა და მასალების უსაფრთხოების ფურცლების ელექტრონული ბაზის მართვა;
- გარემო პარამეტრების, მაცივრებისა და ნიმუშების შესანახი კარადის ტემპერატურული მონიტორინგის ჩანაწერების მონიტორინგი;
- ოთახების, ხელსაწყო-დანადგარების ლოგბუქების ჩანაწერების სისწორის მონიტორინგი;
- კლიმატური კამერების ტემპერატურა-ტენიანობის მონიტორინგი;
- სტაბილურობის კვლევის დაგეგმვასა და წარმართვაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელსაწყო-დანადგარების მომხმარებლის მოთხოვნის სპეციფიკაციის შედგენა;
- ანალიზური განვითარების ლაბორატორატორიისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) შედგენა;
- ანალიზური ხელსაწყოების/დანადგარების ტექმომსახურებისა და კალიბრაციის პროცესის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება. მინიმუმ მაგისტრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია/ფარმაცია);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ზოგადი ცოდნა GMP სტანდარტის შესახებ;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დისციპლინირებულობა, აკურატულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ფარმაცევტული კომპანიის ან კვლევით ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისას. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.