ძალიან მცირე  ბიზნესის კლიენტთა მრჩეველი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ძალიან მცირე  ბიზნესის კლიენტთა მრჩევლის პოზიციაზე 
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას  პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.  
 
პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით. 
  
მოვალეობები: 
  • ბანკის კორპორატიული ღირებულებებისა და ბიზნეს ფილოსოფიის ცოდნა და გაზიარება  
  • ჯგუფში მუშაობა და კოლეგებთან ღია და დადებითი ურთიერთობის ჩამოყალიბება  
  • ფილიალის საერთო მიზნისკენ მიმართულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება  
  • საკუთარი პროფესიული უნარჩვევების აქტიური განვითარება უშუალო ხელმძღვანელის მიერ ჩატარებული  
  • პროფესიული მომზადების  
  • საკითხების ღიად განხილვის  
  • ქოუჩინგის მეშვეობით  
  • ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტისთვის ბანკში პირველი საკონტაქტო პირის ფუნქციების შესრულება   
  • პოტენციური ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა  
  • ბიზნეს პორფელის შექმნა და ზრდა  
  • კლიენტთა მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა  
  • დასახული გეგმების შესრულება  
  • ბიზნეს პორფელის რეგულარული მონიტორინგი, ფორტფელში არსებული კლიენტებისთვის არსებული და ახალი საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის რეგულარული მიწოდება  
  • კლიენტების სოციალური და ფინანსური ანალიზის ჩატარება და საკრედიტო რისკების და კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასება  
  
მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება  
  • ინგლისური ენის ცოდნა (>B1,  CEFR-is mixedviT) ჩაითვლება უპირატესობად 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  
  
პიროვნული თვისებები: 
  • მოტივაცია და ენერგიულობა  
  • კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი  
  • ოპერატიულობა  
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი  
  • გუნდში მუშაობის უნარი  
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა  
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი 
  • სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი 
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი 
  • კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი 
  • ორგანიზებულობა    
  
  
 დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინო რეზიუმე ვაკანსიის ზუსტი დასახელებით - ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტთა მრჩეველი (თბილისი)  შემდეგ ელექტროუნულ მისამართზე : geo.hr.recruiting@procredit-group.com 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10/01/2025 
   
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge). 
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com 
  
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com