“მაკშაურმა” 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს სწრაფი კვების რესტორნების ქსელს და წარმოებას, რომელიც ობიექტებს ეკოლოგიურად სუფთა და მაღალტექნოლოგიური პროდუქტით ამარაგებს. “მაკშაურმა” აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამხმარის პოზიციაზე. მოთხოვნები: - სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე, მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები: - ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სამზარეულოს სამუშაო პროცესში მზარეულისთვის დახმარების გაწევა;
- პროდუქტის გარეცხვა, დაჭრა და სპეციალურ კონტეინერებში მოთავსება;
- სოუსებისა და დრესინგების კონტეინერებში ჩასხმა;
- დაჭრილი მწვანილის და ბოსტნეულის კონტეინერებში მოთავსება;
- ღამის ცვლაში ნედლეულის აღწერა;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
სამუშაო პირობები: - სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
- სამუშაო დრო და გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას. ღამის ცვლის დასრულების შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას კორპორატიული ტაქსით.
ჩვენ გთავაზობთ: - სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@macshaurma.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 598247777