ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები- http://www.millennium-school.org/ge/proektebi
“ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს ფრანგულის მასწავლებლის პოზიციაზე.
საბაზო საფეხურის ხელმძღვანელის ფუნქციებია:
- გეგმავს და წარმართავს სხვადახვა ენობრივ დონეზე და სხვადასხვა სასწავლო ჯგუფებთან შესაბამის სასწავლო ერთეულებს;
- იყენებს სწავლების ტექნიკების, აქტივობებისა და სასწავლო მასალების ფართო სპექტრს;
- შეუძლია საჭიროებისამებრ შეიმუშაოს დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა სხვადასხვა კონტექტებისათვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომუნიკაციური და ენობრივი შინაარსები;
- იყენებს სასწავლი პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
- თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის განვითარებაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამიზნე ენის მიმართულებით, რომლის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს მეთოდიკა -დიდაქტიკის კომპონენტსა და პედაგოგიურ პრაქტიკას (ბაკალვრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი უცხოური ენების სწავლების შესაბამისი სპეციალიზაციით);
- სამიზნე ენაზე მიღებული უმაღლესი განათლება ან /და შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმეტი;
- სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 27 დეკემბრის ჩათვლით.