მდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში
2 ცვლაში - 08:00 – 16:00 მდე ან 15:00- 23:00 მდე
სფერო: მოლარე-კონსულტანტი
აღწერილობა
- სურსათის მაღაზია - აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
- ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (გადასახადების გარეშე)
მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
მოთხოვნები
- გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
პირობები:
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@fco.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი" ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე +995 591 407737.