სავაჭრო წარმომადგენელი
2xP PRIORITY GDL
თარიღები: 10 დეკ - 08 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gdl.ge
GDL – „ჯიდიელი“ 17 წლიანი გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანიაა. ქვეყნის მასშტაბით სრული დაფარვისა და ვრცელი პორტფოლიოს (მათ შორის ალკოჰოლური პროდუქტები, გამაგრილებელი სასმელები, ყავა, ტკბილეული და ა.შ) საშუალებით, გავაფართოვეთ ჩვენი მომსახურება და კლიენტებს უკვე 3PL სერვისსაც ვთავაზობთ. ჩვენ ვემსახურებით 12,000-ზე მეტ აქტიურ კლიენტს სტრუქტურირებული მიწოდების სისტემით, რომელიც მოიცავს 6 ფილიალს, საწყობებს და 165 ავტომობილს. ჩვენი 700 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული გუნდი ერთგულად ზრუნავს ეფექტური და ზუსტი პროცესების უზრუნველყოფაზე. ჩვენი პროცესები ორიენტირებულია შეცდომების შემცირებაზე, რაც ეფექტური მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. 
ჩვენი წარმატება მთლიანად დამოკიდებულია იმ შესანიშნავ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის ვეძებთ ახალ ტალანტებს. თუ გსურთ შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ სექტორის განვითარებაში, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას. 
 
GDL – „ჯიდიელი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე, თბილისში. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება წინასწარ გაწერილი მარშრუტის შესაბამისად; 
  • არსებულ კლიენტებთან ვიზიტისას შეკვეთის ფორმირება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაზე ზრუნვა; 
  • კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა; 
  • ახალი კლიენტების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა; 
  • კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, პროდუქციის მიწოდების პროცესის კონტროლი; 
  • სავაჭრო ობიექტების დავალიანებების სისტემატიური მართვა და კონტროლი; 
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის ყოლა (ცვეთისა და საწვავის ხარჯი ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან) 
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
 
პიროვნული უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;  
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დაგეგმვის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი 
 
გარანტიები: 
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. 
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სავაჭრო წარმომადგენელი-თბილისი” 
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება! 
 
დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 
 
შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. 
გისურვებთ წარმატებას!