კონტენტ კრეატორი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 10 დეკ - 29 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  კონტენტ მენეჯერი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ კონტენტ კრეატორს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
  • ბრენდის და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნა და განთავსება სხვადასხვა სოციალურ ქსელში;
  • TikTok, Instagram reels ტრენდების ცოდნა, განთავსებული კონტენტის ანალიზი და ინსაითების გათვალისწინებით კონტენტის გაუმჯობესება;
  • TikTok ვიდეოებისა და Instagram reels გადაღება, დაორგანიზება;
  • რეპორტების მომაზდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ციფრული მედიის და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით; 
  • კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ ტიკტოკ,ინსტაგრამ კონტენტზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 29 დეკემბრის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.