HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ბუღალტრის პოზიციაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი მსხვილი სასტუმროსთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველთვიური დეკლარაციებისთვის შესაბამისი ინფორმაციის (რეესტრების) მომზადება;
- საბანკო საგადასახადო დავალებების მომზადება და საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი გატარებების ასახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის სამსახურში არ ყოფნის შემთხვევაში დაქირავებით მომუშავეთა ანაზღაურების უწყისების კონტროლი და სისტემაში აღრიცხვა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
- საწვავის აღრიცხვა-ჩამოწერა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- ძირითადი საშუალებების, აქტივების გამოყენების უფლების და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
- მომწოდებლებთან და კლიენტებთან ბუღალტრული შედარებების წარმოება;
- პირველადი დოკუმენტაციის შეგროვება, მოწესრიგება და პროგრამაში ასახვა;
- სალარო ოპერაციების წარმოება, შემოსავლებისა და გასავლების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში (შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით);
- სასაქონლო ზედნადებების წარმოება;
- სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი (ჩამოწერა, სხვა წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯების კლასიფიკაცია);
- ფინანსური და ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა და მათი წარმოება;
- ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, საწყობთან ნაშთების შედარება;
- მიმდინარე თვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე ჩამოწერა;
- სხვა ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- კომპანიის მომწოდებლებისგან საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და სხვ.) მიღება, შემოწმება და სისტემაში დროული გატარება;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/დაარქივება;
- მარაგების მიღებისას დოკუმენტების გაფორმების სისწორის გადამოწმება;
- მიღებული საბუღალტრო დოკუმენტაციის ორგანიზება და ფაილინგი;
- პროგრამული მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა დავალებების შესრულება კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის ან დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე;
- MS Office-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
- სასურველია ORIS-ის ან 1C-ის ცოდნა
- სასურველია ინგლისურის ცოდნა;
- ACCA-ს წიგნები ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო საათები: 10:00-19:00
- სამედიცინო დაზღვევა;
- კვება;
- ტრანსპორტირება ქუთაისიდან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: recruitment24@hh.ge