შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების სფეროში მაღალი ანაზღაურებით
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება მძიმე სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში);
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- მართვის მოწმობა (B) კატეგორია.
პიროვნული თვისებები:
- გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
- გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
- მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
- ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
- ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
- გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
- კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!