გაყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 10 დეკ - 08 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: contact@amts.ge
ომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე სამედიცინო სახარჯი მასალების მიმართულებით.
მდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:
  • მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაკეთება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ბაზრის შესწავლა და ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • პროდუქციის შესწავლა და ტრენინგებზე დასწრება;
  • საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
  • ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება სამედიცინო სფეროში;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მართვის მოწმობის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად. 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კარგი მეტყველების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
  • შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.