აღმზრდელი პედაგოგი

თბილისი სრული განაკვეთი მონტესორი უნივერსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სხვა: ძიძა მეცნიერება/განათლება: სკოლამდელი განათლება
შპს მონტესორი უნივერსი, არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს მონტესორის საბავშვო ბაღის ოფიციალურ ფრენშაიზინგს, რაც გულისხმობს ლიცენზირებულ მოდელს, რისი საშუალებითაც ქ. თბილისში, 2025 წლის სექტემბრიდან გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტის ადრეული განვითარების დაწესებულება/საბავშვო ბაღი. ბაღში გამოყენებული იქნება მარია მონტესორის მეთოდის პრინციპები. 
კომპანია აცხადებს აღმზრდელი პედაგოგის ვაკანსიას

მონტესორის მეთოდი:
  • მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მოხდეს სრულყოფილი პიროვნების ფორმირება.

მონტესორის მეთოდი ფოკუსირებულია ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაზე, სადაც ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად, თამაშითა და კვლევით. ძირითადი პრინციპებია:
  • ინდივიდუალური განვითარება.
  • თავისუფლება არჩევანისა და აქტივობების მიმართ (სტრუქტურაში).
  • სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო მასალები და მოწყობილობები.აღ

ვაკანსია აღმზრდელი პედაგოგის პოზიციაზე:
აუციელებელი პირობა:
  • განათლება და კვალიფიკაცია

აღმზრდელ პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს:
  • ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცინიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
  • აკმაყოფილებდესმასწავლებლის განათლებისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება

სხვა აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და მოთმინება: ემპათიას და სიმშვიდე
  • შემოქმედებითობა: აქტივობებისა და თამაშების დაგეგმვა.
  • ორგანიზებულობა: დროის მართვა და საქმიანობის ეფექტურად ორგანიზება.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სასურველი უნარები:
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • საკანონმდებლო აქტების ცოდნა, კერძოდ:
  • საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;  
  • საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
  • ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა  2013);
  • ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -„ბავშვის განვითარება“,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
  • ადრეული განათლების ფსიქოლოგია (შესაძლო წყაროები: ანიტა ვულფოლკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი 2009; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
  • ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“.

დამატებითი პირობები:
შპს მონტესორი უნივერსის აღმზრდელი მასწავლებელი ვალდებულია დამსაქმებლის დაფინანსებით 2025 წლის იანვრიდან გაიაროს 6 თვიანი ონლაინ ტრენინგი მონტესორის მეთოდოლოგიაში, რის შემდეგაც მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს.
სამუშაო საათი; 09:00/18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლისის წრის მიმდებარედ

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აღმზრდელი პედაგოგი" პოზიციაზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577900515
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 იანვარი

შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.