შპს მონტესორი უნივერსი, არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს მონტესორის საბავშვო ბაღის ოფიციალურ ფრენშაიზინგს, რაც გულისხმობს ლიცენზირებულ მოდელს, რისი საშუალებითაც ქ. თბილისში, 2025 წლის სექტემბრიდან გაიხსნება საერთაშორისო სტანდარტის ადრეული განვითარების დაწესებულება/საბავშვო ბაღი. ბაღში გამოყენებული იქნება მარია მონტესორის მეთოდის პრინციპები.
კომპანია აცხადებს აღმზრდელი პედაგოგის ვაკანსიას
მონტესორის მეთოდი:
- მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მოხდეს სრულყოფილი პიროვნების ფორმირება.
მონტესორის მეთოდი ფოკუსირებულია ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაზე, სადაც ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად, თამაშითა და კვლევით. ძირითადი პრინციპებია:
- ინდივიდუალური განვითარება.
- თავისუფლება არჩევანისა და აქტივობების მიმართ (სტრუქტურაში).
- სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო მასალები და მოწყობილობები.აღ
ვაკანსია აღმზრდელი პედაგოგის პოზიციაზე:
აუციელებელი პირობა:
- განათლება და კვალიფიკაცია
აღმზრდელ პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს:
- ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცინიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
- აკმაყოფილებდესმასწავლებლის განათლებისთვის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება
სხვა აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა და მოთმინება: ემპათიას და სიმშვიდე
- შემოქმედებითობა: აქტივობებისა და თამაშების დაგეგმვა.
- ორგანიზებულობა: დროის მართვა და საქმიანობის ეფექტურად ორგანიზება.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სასურველი უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- საკანონმდებლო აქტების ცოდნა, კერძოდ:
- საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
- საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
- ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა 2013);
- ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ -ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -„ბავშვის განვითარება“,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
- ადრეული განათლების ფსიქოლოგია (შესაძლო წყაროები: ანიტა ვულფოლკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი 2009; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
- ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“.
დამატებითი პირობები:
შპს მონტესორი უნივერსის აღმზრდელი მასწავლებელი ვალდებულია დამსაქმებლის დაფინანსებით 2025 წლის იანვრიდან გაიაროს 6 თვიანი ონლაინ ტრენინგი მონტესორის მეთოდოლოგიაში, რის შემდეგაც მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს.
სამუშაო საათი; 09:00/18:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლისის წრის მიმდებარედ
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აღმზრდელი პედაგოგი" პოზიციაზე. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577900515 საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 იანვარი
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.