ანაზღაურებადი სტაჟირება პროექტების დეპარტამენტში

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT პროექტების მენეჯმენტი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების დეპარტამენტში

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ანგარიშების შედგენა;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების (იურიდიული, ბუღალტრული, ლოგისტიკური, HR და ა. შ.)   მონიტორინგი;
  • პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების დადგენა და ხელმძღვანელებთან წარდგენა;
  • მოლაპარაკების წარმოება დამკვეთ კომპანიებთან მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
  • შესყიდვების გეგმის ჩამოყალიბება და დაკვეთების დროული განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
  • დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სხვადასხვა თემატიკის შესახებ;
  • სამუშაო  დროის  რაციონალური  გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების  კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება;
  • თანამშრომლობა უფროს ხელმძღვანელობასთან  ორგანიზაციის პერსონალის დაკომპლექტებასთან, დაქირავებასთან, შენარჩუნებასთან, ტრენინგთან და კულტურასთან დაკავშირებული  მიზნებისა  და სტრატეგიის გასაგებად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიულ ბიზნესადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, განსაკუთრებით, Microsoft Excel.

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს შეიძლება ჩაუტარდეს ტესტირება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 31დეკემბერი ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება პროექტების დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ

გისურვებთ წარმატებას!