სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას პროექტების დეპარტამენტში
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად და ანგარიშების შედგენა;
- პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტების (იურიდიული, ბუღალტრული, ლოგისტიკური, HR და ა. შ.) მონიტორინგი;
- პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების დადგენა და ხელმძღვანელებთან წარდგენა;
- მოლაპარაკების წარმოება დამკვეთ კომპანიებთან მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
- შესყიდვების გეგმის ჩამოყალიბება და დაკვეთების დროული განხორციელება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად;
- დამკვეთთან ურთიერთობა პროექტის ფარგლებში წარმოქმნილი სხვადასხვა თემატიკის შესახებ;
- სამუშაო დროის რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა;
- მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება;
- თანამშრომლობა უფროს ხელმძღვანელობასთან ორგანიზაციის პერსონალის დაკომპლექტებასთან, დაქირავებასთან, შენარჩუნებასთან, ტრენინგთან და კულტურასთან დაკავშირებული მიზნებისა და სტრატეგიის გასაგებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიულ ბიზნესადმინისტრირების ან მენეჯმენტის სფეროში;
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, განსაკუთრებით, Microsoft Excel.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას, საჭიროების შემთხვევაში კანდიდატს შეიძლება ჩაუტარდეს ტესტირება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2024 წლის 31დეკემბერი ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟირება პროექტების დეპარტამენტში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ
გისურვებთ წარმატებას!