სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერი
თარიღები: 09 დეკ - 07 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@volkswagen.ge
VW Group აცხადებს ვაკანსიას - სადაზღვევო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

VW ჯგუფი საქართველოში აერთიანებს,  “აუდის, „შკოდას“ და “VW”-ს  ოფიციალურ დისტრიბუტორებს საქადრთველოში. რაც გულისხმობს ავტომობილების და სათადარიგო ნაწილების იმპორტს ქართულ ბაზარზე და საქართველოს მომხმარებლებისთვის ავტომობილის ყიდვისა და სერვისის უზრუნველყოფას.

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
                            
ანაზღაურება - 3000-3500 ლარი (ფიქსირებული 2200 + საბონუსე ანაზღაურება);
მისამართი – ქ. თბილისი  დავით აღმაშენებლის ხეივანი #244, დავით აღმაშენებლის ხეივანი 197, მარშალ გელოვანის გამზირი 68;

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • სადაზღვევო შემთვევით შემოსული ავტომობილების შეკთების ორგანიზება და პროცესის მონიტორინგი, როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური მიმართულებით (შეკეთების პროცესის სრული მონიტორინგი/ორგანიზება);
  • კომუნიკაცია დაზიანებულ ავტომობილთან დაკავშირებით როგორც ფიზიკრ პირებთან (საცალოდ გაყიდულ ავტომობილებზე) ასე იურიდიული პირების წარმომადგენლებთამ;
  • დაზიანებული ავტომობილების შეფასების პროცესის სრული ორგანიზება (აღწერის პროცესში დასწრება, მომსახურეობის ფასების განსაზღვრა, საწყობისთვის შესაცვლელი ნაწილების ჩამონათვალის მიწოდება და ფასების განსაზღვრა);
  • მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ინვოისების მომზადება და სადაზღვეოებისთვის გადაგზავნა;
  • თანხების ჩარიცხვების მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • თანხების ჩარიცხვების იდენტიფიცირება (სპეციალურ სამუშაო ფაილში აღრიცხვა);
  • ჩარიცხვების იდენტიფიცირების შემდეგ, ნაწილების შეკვეთის დავალების მიცემა;
  • ყოველი თვის ბოლოს სპეციალური სამუშაო ფაილის დამუშავება და არსებული ინფორმაციის განახლება (შეკეთებული მანქანების აღრიცხვა, შესაკეთებელი ავტომობილების სტატუსების განსაზღვრა);
  • შეკეთების პროცესის ორგანიზება და მისი მონიტორინგი;
  • ავტომობილის შეკეთების დასრულების შემდეგ ავტომობილის გადაცემა მფლობელისთვის (ან წარმომადგენლისთვის).

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტოდაზღვევის სფეროში, ზარალების მიმართულებით გამოცდილება;
  • ინგილსური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ფინანსურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დროის მართვის უნარი
  • კოლეგიალურობა
  • კომუნიკაციის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@volkswagen.ge .
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება -სადაზღვევო შემთვევების მენეჯერი.

„VW“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"VW" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "VW" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.