AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- გახდეთ კვალიფიციური და გამოცდილი გუნდის წევრი;
- ანაზღაურება: 3000 - 4000 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად + წლიური ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
უფროსი ბუღალტრის მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- რეალიზაციების ყოველთვიური ასახვა პროგრამაში და ოპერაციების სისწორის კონტროლი;
- წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- საბუღალტრო რეპორტების მომზადება. (ყოველთვიურად cash flow);
- კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება;
- ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
კვალიფიკაცია და პიროვნული უნარები:
- სამუშაო გამოცდილება ბუღლატერის პოზიციზე;
- უმაღლესი განათლება;
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- 1C - ში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცონდა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უფროსი ბუღალტერი ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 557 69 29 60 ნინო.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://www.autobazroba.com/;
https://autopapa.ge/ge/page/about;
https://m.facebook.com/autopapa.ge/
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.