პროდუქციის შემგროვებელი/დროებითი
თარიღები: 09 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სეზონური/დროებითი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ენები: ქართული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@superstore.ge
„სუპერი“ საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
„სუპერი“ ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ „სუპერის“ სამუშაო გუნდი 400-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს ელექტრონული მაღაზიისთვის, "პროდუქციის შემგროვებლის" პოზიციაზე ვეძებთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ვაკანსია არის დროებითი და გულისხმობს დასაქმებას 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
  • სამუშაო გრაფიკი: ერთცვლიანი (09:00- 18:00)

ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:
  • ელექტრონული შეკვეთების სიზუსტით შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა, გასაგზავნად გამზადება;
  • გამზადებული შეკვეთების საკურიერო კომპანიისთვის გადაცემა, პროგრამული ასახვა;
  • საწყობში სტენდებზე პროდუქციის მარაგების შევსება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია, იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:
  • კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • კომპანია „სუპერის“ პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;
 

შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
გასაუბრება კომპანიის წარმომადგენლთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://bit.ly/3ZlWzHE

 შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „სუპერის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

„სუპერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.