გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 09 დეკ - 07 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: nata@aramex.com
არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი 

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;
  • რეპორტინგი;
  • კლიენტების  მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე ფასების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმის შესასრულებლად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
  • ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2  დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook).
 
პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
  • თვითპრეზენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულს+ბონუსი);
  • დინამიურ, პროფესინალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
 
ანაზღაურება ფიქსირებული +ბონუსი
 
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  nata@aramex.com - ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.