კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თარიღები: 09 დეკ - 07 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: job@casatrade.ge
"კასატრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე

"კასატრეიდი" ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.
"კასატრეიდი" საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

მოხარულები ვიქნებით თქვენთან თანამშრომლობით, თუ:
  • გაქვთ უმაღლესი განათლება
  • გაქვთ მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიზის, მონიტორინგის, შეფასების მიმართულებით
  • იცით საოფისე პროგრამები: MS Word, MS Excel, MS Outlook
  • გაქვთ ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი
  • გაქვთ ანალიტიკური აზროვნება
  • შეგიძლიათ გუნდური მუშაობა
  • გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ხართ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

ფუნქცია-მოვალეობები :
  • კომპანიის არსებული კლიენტების დისტანციური მხარდაჭერა
  • კომპანიის ტელეფონზე და საკონტაქტო პლატფორმაზე შემოსული საკითხების/პრობლემების დაფიქსირება, შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება/მოგვარება
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის პროგრამების დაგეგმვაში ჩართულობა
  • ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება.

თქვენ ნამდვილად მოგეწონება "კასატრეიდში" მუშაობა რადგან ჩვენ:
  • ოპტიმიზაციით, ავტომატიზაციითა და რევოლუციონერული ტექნოლოგიებით, გარდავქმნით თუ როგორ გადაადგილდებიან მანქანები, მოწყობილობები და ადამიანები მთელი ქვეყნის გარშემო
  • ვართ ლიდერები ბაზარზე GPS მონიტორინგის და პარკინგის მართვის და გადახდის სისტემებში
  • ვქმნით როგორც Software-ს, ასევე Hardware გადაწყვეტილებებს.

რას გთავაზობთ:
  • კომფორტულ ოფისს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
  • თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
  • საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge