შპს ქართულ - ამერიკული სკოლა პროგრესის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,გრაფიკული დიზაინი" პროფესიული განათლების მასწავლებელი
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, „გრაფიკული დიზაინი“ პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
სკოლა პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
თანამდებობის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი- „გრაფიკული დიზაინი“
ადგილების რაოდენობა: - 5
სამუშაო ადგილი: - ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი ქ. №20
სახელფასო ანაზღაურება:- 1 აკადემიური საათი 20 ლარი ან შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- მინიმუმ პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელიც დაადასტურებს რომ კონკურსანტს აქვს ქვემოთ ჩამოთვლილი ცოდნა და უნარებიდან მინიმუმ ერთი.
კონკურასანტს შეუძლია:
- გამოიყენოს გრაფიკული დიზაინის პრინციპები;
- იმუშაოს 2D დიზაინის პროგრამულ აპლიკაციებში;
- შეიმუშავოს ბეჭვდური და ციფრული დიზაინები პროგრამაში;
- გააფორმოს დოკუმენტები ვიზუალური მასალით და მოამზადოს ბეჭდვისთვის;
- შექმნას ვიზუალური ბრენდინგი და იდენტობაშეიმუშაოს (UI/UX) დიზაინი web და mobile აპლიკაციებისთვის;
- შეიმუშოს 2D ანიმაციური ნამუშევრები პროგრამაში;
- გამოიყენოს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები დიზაინში (AI, AR, VR);
- იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
პროფესიული განათლების მასწავლებელს მოთხოვება გამოუმუშაოს პროფესიულ სტუდენტს ზემოთ ჩამოთვლილი კომპეტენციებიდან მინიმუმ ერთი. კონკურსანტს მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მოდულები, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პროფესიული სტუდენტის სწავლება და შეფასება.
შერჩეულ კონკურსანტთან გაფორმდება წინარე ხელშეკრულება დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,გრაფიკულ დიზაინი" განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
შესარჩევი კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
I ეტაპი - კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა
კვალიფიკაციის დადასტურების მიზნებისთვის კონკურსანტმა სავალდებულოდ უნდა წარმოადგინოს IT მიმართულებით შესაბამისი კვალიფიკაციის /კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი: დიპლომი, სერტიფიკატი ან ცნობა (იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტს მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ამ ეტაპზე არ აქვს აღებული დიპლომი).
სამუშაო გამოცდილების მტკიცებულებად (მინიმუმ 3 წელი) კონკურსის ეტაპზე საკმარისია CV - ის წარმოდგენა. შერჩეულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისთვის კი პირმა უნდა წამოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება.
II ეტაპი - გასაუბრება
შენიშვნა: პროფესიული განათლების მასწავლებლად ვერ დაინიშნება პირი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაციმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია:
2024 წლის 06 დეკემბრდან – 20 დეკემბრამდე.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge;
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროფესიული განათლების მასწავლებელი ,,გრაფრიკული დიზაინი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995598689064