ოფის-მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კასატრეიდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
კომპანია კასატრეიდი აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე

კომპანია კასატრეიდი  ლიდერია GPS მონიტორინგის,  პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში.
ჩვენი კომპანია ახორციელებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს კერძო, ფინანსურ, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისათვის.

კასატრეიდი საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

მოხარულები ვართ თქვენთან მუშაობით იმიტომ რომ:
  • გაქვთ უმაღლესი განათლება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
  • ხარ პუნქტუალური
  • გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შეგიძლია როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობა

ფუნქცია-მოვალეობები
  • სატელეფონო ზარების, მეილების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა/გადამისამართება
  • ოფისში ვიზიტორთა დახვედრა/გადამისამართება
  • მომხმარებელებისათვის საჭირო ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარებების მომზადება/დასკანერება/დაარქივება და კომპანიის შიდა პორტალზე ატვირთვა
  • ინვოისების გამოწერა
  • დებიტორების დავალიანებების კონტროლი და მათთან კომუნიკაცია
  • კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანისას მომხმარებლების ინფორმირება
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება-კომპეტენციის ფარგლებში.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით
   
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge

P.S აუცილებლად მიუთითეთ „subject”-ში “ოფის-მენეჯერი“