ტურისტული კომპანია "ამბასადორი თრეველი" აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ავიაბილეთების ფასების შემოწმება;
- ავიაბილეთების დაჯავშნა/გამოწერა;
- გაყიდული ბილეთების აღრიცხვა;
- მგზავრებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა (მათ შორის სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია)
სავალდებულო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
- კომპიუტერულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობა;
- AMADEUS-ის სისტემის, მათ შორის Advance-Ticketing-ის ცოდნა;
- სხვა ონლაინ დასაჯავშნი სისტემების ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისუნარიანობა/სისხარტე.
კანდიდატს, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა და ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო გარემოს;
- სამუშაო გრაფიკს 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი); 10:00 – 15:00 (შაბათი)
- კვებას დღეში ერთხელ;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.