ხარჯთაღმრიცხველი
თარიღები: 16 დეკ - 04 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 - 2000
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@sekkeipark.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: 595 116 735
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - განფასების სპეციალისტის/ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ: 
კომპანია სეკე პარკი ახორციელებს სახანძრო და ელ. მომარაგების საინჟინრო უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს სრულ ციკლს საინჟინრო პროექტის დაპროექტებიდან, მის შესრულებასა და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ:
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემული მოცულობების შედარება საპროექტო დოკუმენტაციასთან (შესასრულებელ სამუშაოებთან, მოცულობების უწყისთან) და შესაბამისობის დადგენა
  • ფინანსურ გუნდთან წარსადგენი და კლიენტისთვის გასაგზავნი განფასებების მომზადება.
  • გამოსაყენებელი მასალების ფასის კვლევა და მუდმივი გადამოწმება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
  • ტექნიკურ მიმართულებებთან მუდმივი კომუნიკაცია, როგორც განფასების, ასევე ინსტალაციის ეტაპებზე, პროექტების ვადის და დასაქმებული პერსონალის ხარჯების განსაზღვრისათვის.
  • შერჩეული აგრეგატების ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და მოთხოვნის შესაბამისობასთან შედარება პროექტანტების გავლით. 
  • განფასების მეორე ეტაპზე (კლიენტის დაინტერესების შემდეგ, დაკონტრაქტებამდე), პროექტის და განფასების გავლა როგორც ტექნიკურ დეპარტამენტთან, ასევე პროექტანტებთან, მათი კონსულტაციების მიხედვით განფასების ოპტიმალური ცვლილება.
  • პროექტის დაკონტრაქტების შემდეგ შესყიდვების გეგმის შედგენა.
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება.
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების აღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებთან შედარება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.

ძირითადი მოთხოვნები:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
  • ენები: ინგლისური
  • გამოცდილება: სასურველია

უნარები და თვისებები:
  • მათემატიკური აზროვნება;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595 116 735
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!