დამწყები ფინანსური აუდიტორი
თარიღები: 09 დეკ - 22 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mcgaudit.ge
მართვის საკონსულტაციო ჯგუფი ეძებს გუნდის ახალ წევრს დამწყები ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე
ვაკანსიის დასახელება: დამწყები ფინანსური აუდიტორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები:
  • ფინანსური აუდიტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • აუდიტორული მტკიცებულებების შექმნა/მოპოვება;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
  • შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება აუდიტის მიზნებისთვის;
  • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფინანსების მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სასურველია მცირე სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
  • სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ბაზისური ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აუდიტის მიმართულებით პროფესიული განვითარების ინტერესი და სურვილი;
  • დეტალებზე ორიეტირებულობა; მჭიდრო ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;

შერჩევის ეტაპები:
  • პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი რეზიუმეების გადარჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან ჩაინიშნება გასაუბრება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 22 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@mcgaudit.ge    
გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე:
https://mcgaudit.ge/
ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის.

მართვის საკონსულტაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა აპლიკანტს დაინტერესებისათვის.