კურიერი კომპანიის მსუბუქი ავტომობილით
1xP PRIORITY ზუმერი
თარიღები: 06 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია:  კურიერი
ზუმერი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე კომპანიის მსუბუქი ავტომობილით
დასრულების თარიღი: 2024/12/31
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი მოქნილი, კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;

ძირითადი მოვალეობები:
  • თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურების გაწევა;
  • დაგეგმილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთის ადრესატამდე მიტანა და გადაცემა;
  • დანიშნულების წერტილამდე ტვირთების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • თბილისის ქუჩებისა და უბნების ცოდნა;
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • კეთილსინდისიერი;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/9sSwDYP4RJ