კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღეს დღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge
სს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია შპს „კორიდა“აცხადებს ვაკანსიას დაფასოების უბნის ჯგუფის უფროსის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველი ცვლის დასაწყისში წარმოებიდან შემოსული პროდუქციის აღწერა ცვლის გადაბარების მიზნით;
- მუშაობის პროცესში რეცეპტურის მკაცრად დაცვა;
- შეკვეთების სწორად მომზადება და განაწილება;
- სასწორების გამართულად მუშაობის კონტროლი;
- ტექნოლოგიური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ნიკორამ“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 დეკემბერი.