სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „დაცვის თანამშრომელი“ პოზიციაზე თბილისი.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
სამუშაოს აღწერა:
- მეთვალყურეობა გაუწიოს, გააკონტროლოს და დაიცვას შპს-ს ბალანსზე რიცხული როგორც უძრავი ქონება (ეზო, ღობე, შენობა, ნარგავები), ასევე მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან;
- აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას;
- საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა შპს-ს ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას;
- დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;
- შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
სასურველი უნარ-ჩვევები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - მხოლოდ ღამის ცვლა, 3 დღეში ერთხელ;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 5 იანვარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დაცვის თანამშრომელი თბილისი”.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.