კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძისპროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
შპს „კორიდა“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ფოთში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოებული პროდუქციის მიწონვა, მითვლა, პროგრამულად ასახვა;
- ნედლეულის მიღების პროგრამაში ასახვა;
- ნედლეულის ხარჯის პროგრამაში ასახვა:
- დავაკუმებების გატარება;
- საბუთების გაწერა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული და სხარტი მოქმედების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1200 (ერთი ათას ორასი ლარი) ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 01 იანვრამდე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I. ანკეტის გადარჩევა;
II. ტესტირება;
III. გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!