ყასაბი

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
მივლინება: არა
ენები: გერმანული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ყასაბი
გერმანული კომპანიისთვის Fleisch-und Wurstwaren Schmalkalden GmbH Thüringen ვეძებთ ყასაბს სრულ განაკვეთზე.

დასაქმების ადგილი: გერმანია, თიურინგიის ფედერალური მიწა

დასაქმების ფორმა
სრული განაკვეთი, უვადო ხელშეკრულებით, თუ ფლობთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს. ენის სერტიფიკატი სავალდებულო არ არის. ან სრული განაკვეთი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის პარალელურად, თუ არ ფლობთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს. ენის სერტიფიკატი სავალდებულოა.

სამუშაოს დაწყების დრო 2025 წლის მარტი

სამუშაო აღწერილობა
  • დაკლული ცხოველების დაჭრა ნახევრად ან მეოთხედებად
  • ცოცხალი ცხოველებისა და დაკლული ხორცის ხარისხის შეფასება
  • ყველა სამუშაო პროცესში ჰიგიენისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის კონტროლი.

თქვენი პროფილი
  • გერმანული ენის ცოდნა A1-A2-ის დონეზე
  • დილის 3-4 საათზე სამუშაო დღის დაწყების მზაობა 
  • კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • საიმედოობა, ყურადღებიანობა საკვებსა და დანადგარებთან ურთიერთობისას
  • სასურველია გქონდეთ ხორცეულის სპეციალისტის ან ყასბის განათლება, თუმცა ჩვენი კარი ასევე ღიაა დამწყებთათვისაც.
 
ჩვენი შეთავაზება
  • ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით, საათში 13,5 Euro-დან
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პრემიები, ფასდაკლებები, ბონუსები და სხვ.
  • კარიერული განვითარების პერსპექტივა
  • სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა
  • კორპორატიული ღონისძიებები

კომპანიის შესახებ
Fleisch-und Wurstwaren Schmalkalden GmbH Thüringen არის ერთ-ერთი წამყვანი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია თიურინგიაში, რომელიც ასაქმებს 350-ზე მეტ ადამიანს საწარმოსა და 30-ზე მეტ მაღაზიაში. კომპანია ოპერირებს „Thüringer Landstolz“-ის სახელით და 1990 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცისა და ძეხვეულის პროდუქტებს ტრადიციული მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მუდმივად ზრუნავს ხარისხის კონტროლსა და მაღალ სტანდარტებზე. „Thüringer Landstolz“-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომია საცალო ვაჭრობაში, ფილიალურ ქსელში, საერთაშორისო და ონლაინ ბაზრებზე.

კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ დროულად მიიღოთ სამუშაო ვიზა. ასევე მხარს დაგიჭერთ საცხოვრებლის მოძებნის პროცესში. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე  jobs@dwv.ge