ფილიალის მენეჯერი/ვეტერინარი
თარიღები: 06 დეკ - 04 იან 2025
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სოფლის მეურნეობა:  ვეტერინარია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@invet.com.ge
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ფილიალის მენეჯერი/ვეტერინარის პოზიციაზე. 
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც  20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.  
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.  
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 28 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.  
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. 
 
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) 
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით ადგილმდებარეობა: ქუთაისი 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ფილიალში არსებული პროდუქტების ცოდნა; 
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; 
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლის ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება; 
  • მიღებული და ფილიალიდან გასული პროდუქტების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამაში გატარება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება ვეტერინარული მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • MS Office-ის (Word, Excel) ცოდნა; 
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
 
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2024  წლის 06 იანვრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. 
გისურვებთ წარმატებებს!