კონსულტანტი / გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ესპანო
მივლინება: არა ხელფასი: 1800 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
კომპანია     „ესპანო“     ქართულ  ბაზარზე   ფუნქციონირებს   2012 წლიდან   და ცნობილია  სამარკო   ნიშნით  „ესპანური სახლი“.
კომპანია მომხმარებლებს ექსკლუზიურად სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, სარემონტო მასალებს ესპანეთიდან.

ბრენდების მაღალხასისხიანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს:
უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე (თიხა, ფაიფური) დამზადებულ კერამიკულ ფილებს, კერამოგრანიტებს,წებო ცემენტებს,ონკანებს,ასევე ლამინატებს და სხვა ორიგინალ ესპანურ სარემონტო მასალებს. 

კომპანია "ესპანო" აცხადებს ვაკანსიას  კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე  ქ.თბილისში.
 

კომპანიის მოთხოვნები მსურველთათვის:
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე;
  • ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • (სასურველია უმაღლესი განათლება)

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიში არსებული პროდუქციის შესახებ,მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება   დამაჯერებლად;
  • კლიენტების დაინტერესება პროდუქციით და  წარმატებული გაყიდვები;
  • გაყიდვების აღრიცხვა  პროგრამულად;
  • სალარო აპარატთან კეთილსინდისიერად  მუშაობა;
  • ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების პირნათლად შესრულება;

პიროვნული და პროფესიული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
  • კომფორტულ,საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში;
  • მზარდ სახელფასო სისტემას ბონუსებით,
  • სამუშაო საათები: 09;30 დან-18;00 - მდე.
  • დასვენების დღეები: შეთანხმებით მენეჯერთან: (თვეში ექვსი) დღე სურვილის მიხედვით.
  • ანაზღაურება: 1800 ლარი

მისამართი:  დიღომი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი  #124 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV/რეზიუმე  espano2012@gmail.com