ვაკეში ახალგახსნილი "Luna Pizza-Bar" ეძებს გუნდის ახალ და ძალიან მნიშვნელოვან წევრს, მზარეულს!
სამუშაო აღწერილობა:
- კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით.
- ინგრედიენტების წინასწარ მომზადება.
- პროდუქტების მარაგის შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი ხარისხის შემოწმება.
- სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის და ნარჩენების გატანის კონტროლი.
- პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და FIFO-ს გათვალისწინებით
- სამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება
- საჭიროებისამებრ შეფ-მზარეულის სხვა დავალებების შესრულება
საჭირო უნარები:
- სასურველია გამოცდილება, მაგრამ მთავარია მაღალი ინტერესი საქმისადმი
- სწავლის სურვილი, შრომისმოყვარეობა
- დისციპლინა და სუბორდინაცია
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი
პირობები:
- გრაფიკი - 5/2 (8 სთ ცვლები)
- ანაზღაურება - 2 კვირიანი წარმატებული სტაჟირების შემდგომ 1000 ლარი, გამოცდილების შეძენის და კერძების სრულად ფლობის შემდგომ 1200 ლარი.
ბენეფიტები:
- ადგილზე კვებას უზრუნველყოფს ობიექტი
- შიდა 50%-იანი ფასდაკლება კერძებზე
- დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდგომ
- 23:00-ის მერე ტრანსპორტს უზრუნველყოფს კომპანია
გისურვებთ წარმატებებს!