საგადახდო სისიტემების მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Paybox
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები: საგადასახადო ექსპერტი
სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პოზიციის მიზანია, ფეიბოქსის გუნდში არსებული პროცესების მხარდაჭერა , ასევე ახალი პროცესების შექმნაში და განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

Paybox აცხადებს ვაკანსიას საგადახდო სისიტემების მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

რას გააკეთებ:
  • Service Desk -ში დაფიქსირებული ინციდენტების და მოთხოვნების მხარდაჭერა;
  • მოთხოვნიდან გამომდინარე მონაცემების ცვლილება მონაცემთა ბაზაში;
  • სტატიკური ინფორმაციის ამოღება მონაცემთა ბაზებიდან SQL query საშუალებით;
  • დინამიური რეპორტების აწყობა;
  • მონიტირინგის სისტემების საშუალებით პრობელემების იდენტიფიცირება;
  • პროცესების ავტომატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზების საბაზისო დონეზე ცოდნა, მარტივი select, insert, join, delete ოპერაციების ცოდნა;
  • PL/SQL ინტერფეისის საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.