მოლარე - კონსულტანტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 05 დეკ - 22 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 700
ენები: ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.

ჩვენ ვეძებთ მოლარე - კონსულტანტს და მისი ფუნქციები იქნება:
  • მომხმარებლის დახვედრა და არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
  • სტენდზე არსებულ პროდუქციაზე და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის კონტროლი;
  • გაყიდული პროდუქციის აღრიცხვა;
  • სტენდზე პროდუქციის თაროებზე განთავსება წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
  • გაყიდვების ყოველდღიური რეპორტის მომზადება უშუალო უფროსისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (მცოცავი გრაფიკი);
  • ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები);
  • საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე;
  • სამუშაო ადგილი: სითი მოლი, საბურთალოზე.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 22 დეკემებრის ჩათვლითhttps://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.