ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს:
www.ec.ge
„ელემენტ კონსტრაქშენი“ აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ადგილმებარეობა: თბილისი, ზესტაფონი
მოვალეობები:
- ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
- საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება კომპანიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და წესებით.
- მასალებისა და აღჭურვილობის მართებული მოხმარების უზრუნველყოფა, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ნარჩენები და გაზარდოთ პროდუქტიულობა;
- მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და შეფერხებების აღმოფხვრა პროექტის მენეჯერთან, არქიტექტორთან, ინჟინრებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობით;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS office)
- MS Project , Auto Cad, Archi Cad - პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპერატესობად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული;
ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :
career@ec.ge 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით;სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!