შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტაციის მენეჯერის პოზიციაზე (ხარისხის მართვის დეპარტამენტში):
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- დოკუმენტაციის მართვის შესაბამისი კვალიფიკაცია
- სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური (B2 დონე) და რუსული ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა.
- დოკუმენტაციის კონტროლის მენეჯმენტის უნარი; QMS ცოდნა;
- დოკუმენტის შედგენის/წერის უნარი; რეგულაციებთან შესაბამისობის დადგენის და ცვლილებების საჭიროების გამოვლენის უნარი;
- ბიზნესისადმი ერთგულება; დისციპლინირებულობა
- ანალიტიკური უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა
ძირითადი მოვალეობები:
- ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სავალდებულო დოკუმენტირებული პროცედურების შედგენა, გაფორმება, რეგისტრაცია, გავრცელება.
- ახალი, შიდა დოკუმენტების შექმნის პროცესის მართვა:;
- დოკუმენტების შექმნისათვის საჭირო მასალების მოძიება, საჭიროებისას მათი თარგმნა;
- დოკუმენტის სამუშაო ფორმის შეთანხმება შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან.
- შიდა და გარე აუდიტორებისათვის, ინსპექტორებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის თარგმნა უცხოელი აუდიტორებისათვის და ა.შ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.;
დიპლომის ასლი;
პირადობის მოწმობის ასლი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.12.2024. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.