გრაფიკული დიზაინერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 05 დეკ - 22 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

„არქი“-ში ვეძებთ უფროს გრაფიკულ დიზაინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • არქიტექტურული გეგმების დამუშავება შესაბამის პროგრამაში და საბეჭდად მომზადება;
  • ბილბორდისთვის, ბროშურებისთვის, კატალოგებისთვის და სხვა საბეჭდი მასალისთვის დიზაინის შექმნა და მომზადება სტამბისათვის;
  • სოციალურ ქსელებში განთავსების მიზნით, სხვადასხვა ვიზუალური მასალის შექმნა/დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა Adobe photoshop, Illustrator-ის ცოდნა.

სავალდებულოა პორთფოლიოს ატვირთვა

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 22 დეკემბრის ჩათვლითhttp://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.