საწყობის თანამშრომელი
თარიღები: 20 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@vakomotors.ge
შპს "ვაკო მოტორსი"  გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი საწყობი თანამშრომლის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
  • კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა; 
  • შემოსული პროდუქციის დათვლა/აღრიცხვა და დასაწყობება; 
  • საწყობიდან სათადარიგო ნაწილების მაღაზიის დახლზე გამოტანის უზრუნველყოფა;
  • საწყობებს შორის შიდა გადაზიდვების მომზადება და განხორციელება;
  • საწყობის პერიოდულ აღწერებში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით; 
  • სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ოპერატიული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 800 ლარი net, (1300-1400 ლარი ბონუსით)
სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას  მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის თანამშრომელი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება. 

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!