შპს „ორიენტი“ სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე. ჩვენი წარმატების გარანტი, უპირველეს ყოვლისა, ის ღირებულებებია, რომელზეც საქმიანობას ვაფუძნებთ და რომელიც ერთგული მომხმარებლის მზარდ სიმრავლეს განაპირობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ და საქართველოში წარმოვადგენთ ბრენდებს, რომლებიც ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით, ესენია: BEBETO, COSBY, LIST და სხვ. ამჟამად კი ვეძებთ ერთგულ, პასუხისმგებლობით სავსე და შრომისმოყვარე ადამიანებს, რათა მათ ჩვენს დიდ ოჯახში შემოერთების, სტაბილური შემოსავლის მიღების და შემდგომი კარიერული/ პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა მივცეთ.
შპს „ორიენტი“ აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის და დისტრიბუტორის თანამდებობაზე თბილისში.
მოთხოვნები:
- სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) უმაღლესი განათლება;
- დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე);
- დახასიათება წინა სამსახურიდან (სასურველია);
- ცნობა ნასამართლეობაზე;
- ცნობა ნარკოლოგიურიდან;
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია;
- ავტომობილის უსაფრთხო მართვის უნარი;
შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი პირობა: მხოლოდ პრისეილერისთვის პასუხისმგებლობის უძრავი (არასასოფლო სამეურნეო) ქონებით უზრუნველყოფა.
დისტრიბუტორს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა არ მოეთხოვება.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- ლიდერული და ორგანიზატორული უნარ ჩვევები;
- ენერგიული და კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის გრძნობით;
- პუნქტუალური და დისციპლინირებული;
- ლოგიკური აზროვნებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
- ხმაურიან და ხალხმრავალ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
ძირითადი მოვალეობები - დისტრიბუტორი
- მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
- უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- ყოველდღიურად წარმოადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ;
- საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა ყოველი დღის ბოლოს შეიტანოს დამსაქმებლის სალაროში ან ბანკში.
- სისტემატიურად ამოწმოს მაღაზიებში მიტანილი საქონლის შესახებ ინფორმაცია, გააკონტროლოს და მიიღოს ყველა საჭირო ზომა მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
- უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი.
- უშუალო ხელმძღვანელს ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ძირითადი მოვალეობები - პრისეილერი
- კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშუტის მიხედვით და შეკვეთების გაწერა;
- არსებული და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;;
- კლიენტების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
- პროდუქციის განლაგება თაროზე, თაროს წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
- მოახდინოს დამსაქმებლის პროდუქციის რეალიზაცია, ხოლო საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხა ყოველი დღის ბოლოს შეიტანოს დამსაქმებლის სალაროში ან ბანკში.
- უშუალო ხელმძღვანელს ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.
ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- კუთვნილი ანაზღაურების შეუფერხებელ მიწოდებას;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული/ კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
- ანაზღაურებად შვებულებას;
ანაზღაურება:
ფიქსირებულ ანაღაურებას + გაყიდვებიდან მიღებული ბონუსი.
პრისეილერის ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2300 ლარამდე.
დისტრიბუტორის ანაზღაურება: 1500 ლარიდან 1750 ლარამდე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (09:00-დან 18:00მდე; შესვენება 1 საათი), დასვენების დღე - შაბათ-კვირა.
გასაუბრება ჩატარდება მისამართზე: ქ.თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქ.154 (ისანი-სამგორის რ-ნი, ყოფილი კაიროს ქუჩა).
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@orientltd.ge ელექტრონულ წერილის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული რეზიუმე არ განიხილება.