კომპანია „ალმა“ საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფ “ვისოლის” შვილობილი კომპანიაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა, გარე რეკლამის განთავსება თბილისისა და საქართველოს მასშტაბით. შპს „ალმას“ - აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პოტენციური/ ახალი კლიენტების მოძიება და მუდმივი უკუკავშირი მათთან კმაყოფილების უზრუნველყოფის მიზნით;
- პოტენციურ/ახალ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და მათთვის პროდუქტების პრეზენტაცია;
- არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
- მუდმივი რეპორტინგი მიმდინარე საქმიანობის;
- ხელმძღვანელის სხვა დამატებითი დავალებების შესრულება;
ძირითადი მოთხოვნები:
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკლამო მიმართულებით);
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა
- სწრაფი და სწორი რეაგირების უნარი;
- დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა,პუნქტუალურობა,კომუნიკაბელურობა;
შპს „ალმა“ გთავაზობთ: - კორპორატიული ნომერს;
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/პარასკევი: 10:00-18:00 ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე PDF ფორმატში (აუცილებელია) და ასევე ნამუშევრის რამოდენიმე ნიმუში ბმულის სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@alma.ge . წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 იანვრის ჩათვლით